Sunday, September 9, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-009

      იმ დროს სანამ დავიწყებდი საოპერატოროზე სიარულს, ზაფხულში გავიცანი ერთი ადამიანი რომელიც უსმენდა როკს, კერძოთ მეტალიკას. ჩემთვის ამ დღემდე არ არსებობდა ესეთი რაიმე მიმდევრობა მაგრამ, მერეც არ შეცვლილა არფერი. როდესაც დავიწყე საოპერატოროზე სწავლა კიდევ ერთი აამიანი გავიცანი, რომელიც იყო ძალიან მხიარული და ძალიან კარგად ვმეგობრობდით ერთმანეთში (ის გოგო იყო). ის თავის ამბებს მიყვებოდა, მე ჩემ ამბებს ვუყვებოდი; მან მომიყვა ისიც, რომ არაფორმალური სუბკულტურიზმის მიმდევარ ადამიანებთან ერთად დადიოდა ხოლმე, და მეც ის ადამიანები დავიმახსოვრე, ამ ჩემი მეგობრის ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური დახასიათებით.
      როდესაც ტრეისერებს დავყვებოდი გადაღებებზე, მაშინ გავიცანით გოგოები, რაღაც დროის შემდეგ დამიკავშირდნენ და მთხოვეს მენახა ისინი. დათქმულ ადგილას მისვამდე ორი წუთი იყო დარჩენილი როდესაც წვიმა დაიწყო, უფრო სწორად რომ ვთქვა  ცრიდა. მეც მივედი 2 წუთის შემდეგ შეხვედრის ადგილას მაგრამ ვერ ვნახე ისინი; ამ დროს შევამჩნიე ჩემი ნაცნობი, რომელიც როკის მსმენელი იყო და მან მითხრა: რატომ დგეხარ მაარტოვო? წამოდი ჩვენთან ერთად იყავიო. მე ავუხსენი მიზეზი და მანაც მიპასუხა, რომ თუ იქვე ახლოს იქნებოდნენ დამიკავშირდებოდნენ და მანამდე არ უნდოდა, რომ მარტო ვყოფილიყავი. როდესაც გავყევი მან თავის მეგობრებთან მიმიყვანა და გამაცნო ისინი. მართალია იმ ადამიანებს სახეზე პირველად ვხედავდი მაგამ ვფიქრობდი რომ მათ დიდიხანია ვიცნობდი. ერთერთმა მათგანმა მკითხა თუ რა მუსიკას ვუსმენდი და მეც გავეცი შესაბამისი პასუხი, რომ ძალიან მიყვარდა ოპერები, არიები, უფრო რომ დავაკონკრეტოთ კათოლიკური სამგლოვიარო მარში (რექვიემი, მესა).
      როგორც ჩემმა ნაცნობა ამიხსნა ესენი უცნაური ბავშვები იყვნენ და არ უნდა გამკვირვებოდა მათგან არაფერი. უცბათ თავში ჭშმრიტების ნაპერწკალმა იფეთქა და ვკითხე ერთერთს ეძახდნენ თუ არა მე სახელად მას ********?!. მან მკითხა თუ საიდან მსმენოდა მის შესახებ; აღმოჩნდა რომ ეს ბავშვები ის არაფორმალური სუბკულტურისზმის მიმდევრები იყვნენ რომელზეც ჩემი მეგობარი (გოგო) მიყვებოდა ხოლმე.
      ვებ მედია ტექნოლოგიებზე სიარულის დპერიოდში შემთხვევით ერთერთ საიტზე წავაწყდი JPEG-ს ფორმატზე დაბეჭდილ ლექსს რომელიც მომეწონა , დამაინტერესდა და შევინახე ჩემს ნოუთბუქში. ტექსტი შემდეგ ნაირია:

***

ჩემი სახლია კუბო წყეული
ვიცი ვიქნები მარად ეული
უცხოა ჩემთვის ვნება და შიში
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში

ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა
მჩვევია სისხლში ეშვების მოსვრა

აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით
როა დავცურავ მე მსხვერპლის სისხლში
სულთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი

ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი
გამოგიტყდებით მე ვარ ვამპირი!

      გაძლიერებულზე გადასვლისას პარალელურად შევედი სკლააში რომელიც მართლაც და ძალიან ჰგავდა ჰარი პოტერის საცხოვრებელს, ის გოთიკურ სტილში იყო ნაგები, მაღალი სვეტები, ჩუქურთმები; მეც მუზამ მომაწვა და დავიწყე პოემის წერა ვამპირებზე სადაც წინ მოყვანილი ლექსი უნდა გამომეყენა. მოკლედ ჩემი სურვილი იყო ის, რომ ვამპირი რომელიც ვერ განასხვავეს ადამიანისგან პოემის ბოლოს იტყოდა ამ ლექსს და შემდეგ მკითხველს ვუტოვებდი მოსაფიქრებელს.

2 comments:

Unknown said...

ამ ლექსის ავტორი არ არის ცნობილი, თუმცა facebook.com ის ერთერთ გვერდს ანი ფიცხელაურმა მიაწოდა :) ეს ლექსი მეც გამოვიყენე, ჩმეს ჩნახატ "პატარა მონსტრი (ნამიანი დილა)ში" :)

Unknown said...

გააგრძელე რა ძმა , მაგრად წერ :)