Thursday, May 9, 2013

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-021

      მე, ჩემმა მეგობარმა და მისმა საცოლემ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეთენებინა. მე ვცდილობდი, რომ იმ გოგოს დავკონტაქტებული ყავი და მასაც ჩვენთან ერთად გაეთენებინა, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა!
      იმ დღეს კარგად დათბა, მთელი ღამის განმავლობაში ვურეკავდი მაგრამ მაინ გასული იყო მისი ფიჭური ტელეფონი მომსახურების ზონიდან; მეწყინა და გავიფიქრე, რომ არ უნდა მეთქვა მისთვის რომ კურრო ვიყავი როცა სინამდვილეში მერწყული ვარ! ძალიან გულ გატეხილი ვიყავი მთელი ღამე, და ვდარდობდი!

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-020

      იმ ინციდენტის შემდეგ კვირა-კვირანახევარი გავიდა; ვზივარ ჩემს პერსონალურ კომპიუტერთან და სოციალურ ქსელში ვკონტაქტობ. შუა დღეს ჩემს ტელეფონზე შემოვიდა უცნობი ნომრიდან ზარი რომელიც არ ჩერდებოდა; მე ავიღე ჩემი მობილური ტელეფონი და ვუპასუხე:

მე - (პასუხი) გისმენთ!

ის - გამარჯობა; როგორ ხარ?

მე - (პასუხი) მადლობ კარგად! თავად? და რომელი ხარ?

ის - მე ვარ ******; ვარ ასტროლოგიით დაინტერესებული; შენი ნომერი ვნახე და დავინტერესდი!

მე - (ფიქრი) დამირეკა გოგომ; რომელსაც აქვს სასიამოვნო ხმა და არის დაინტერესებული  ასტროლოგიით და აქვს ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი და იცის რომ ასტროლოგია მაინტერესებს!!! ცოტა საეჭვოა ხო, რომ ახალი დაშლილები ვიყავით სამეგობრო და გაგებული მქონდა ისიც, რომ კრიმინალები დადიოდნენ ივერიის მიწისქვეშა გადასასვლელში (მორგში). მითუმეტეს ის რომ გოგოა!!! (რატომღაც გოგოები ჩემით არ ინტერედებოდნენ და მითუმეტეს ინიციატივას არ იჩენდნენ ჩემს გასაცნობათ)

მე - (პასუხი) მე ***** მქვია! ჩემი ნომერი საიდან, ან რა იცი რომ ასტროლოგია მაინტერესებს?

ის - შენი ნომერი ვიპოვნე ******-ს ბლოგზე სადაც გიწერია, რომ ასტროლოგია გაინტერესებს და ასევე შენი საკონტაქტო ნომერიც არის მითითებული!

მე - (პასუხი) მითხარი ის საიტი რომ მოვძებნო წერია, თუ არა ჩემი ნომერი და, რომ ჩემი დაწერილია!

      მან მითხრა იმ ბლოგის ლინკი, დავათვალიერე და ვნახე, რომ მართლა წერია და გამახსენდა, რომ რამდენიმე ხნის წინ google.ge-ზე ჩავწერე ასტროლოგია და ამომიგდო საიტი სადაც ადამინის გცნობა მოვინდომე და რომ მართლა ჩემით მივწერე ჩემი საკონტაქტო ინფორმაციები!
      ვისაუბრეთ ასტროლოგიაზე; მისი ზოდიაქოს ნიშანი ****** იყო. მან მკითხა ჩემი და მეც ვუპასუხე კურო. (საკუთარ თავზე ვაკეთებდი ექსპერიმენტს, რა ნიშანის დროც იყო ვცდილობდი, რომ დავმსგავსებოდი ი ნიშანს და ვიძახდი ეს ან ის ნიშანი ვარ თქო) მას ეწყინა, რადგანაც რატომღაც არ მოსწონდა კუროს ხასიათი და თქვა რომ მისთვის საინტერესო ნიშანი მერწყული იყო!

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-019

      ერთხელაც, როდესაც სახლში ვსაუზმობდი ტელევიზორში (სატელევიზიო მაუწყებელი "იმედი")-ზე მოვისმინე გადაცემა 100-გრადუსი ცელსიუსის ანონსი: რა ხდება სასაფლაოებზე მაშინ, როდესა ყველას ძინავს?!. მე შევშფოთდი თან ინტრიგნულად დამაინტერესდა (ყოველთვის მაინტერესებდა ესეთ რაღაცეები). რამოდენიმე დღეში საღამოს მოვემზადე ამ მასალის სანახავად და რას ვხედავ?! ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების ის უმრავლესობა რომლებსაც არაფორმალუ ადამიანებად ვიცნობდი მათი ფოტოები იყო გაშუქებული გადაცემაში.
      როდესაც სურათებს დავაკვირდი ვიფიქრე, რომ ისინი არფერ შუაში იყვნენ, რომ მათი ფოტოები იყო ჩაცმულობების მაგალითები; რადგან ამ ფოტოების 99% იყო მოპოვებული არაპარულად, არამედ აშკარად სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან მათ პირად პროფილებში იყო მოპოვებული.
      მაგრამ მეტსახელები რომლებიც ითქვა "შამანა" და "ჯაკუზ კალაშნიკოვი", რომ ისინი იყვნენ ვითომ სატანისტური დაჯგუფებების ბელადები ეს ჩემთვის სერიოზული შოკი იყო!!!
      იყო კადრები ივერიის მიწსქვეშა გადასასვლელიდან (მორგიდან) სადაც ხშირად დავდიოდით სამეგობრო (მე და ის ჩემი მეგოარი გოგო) და არაფერი მსგავსი არ მინახია. სამეგობრომ გადავწყვიტეთ, რომ პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ჯობდა ცოტახანი იმ ადგილს არ მივკარებოდით და ვყოფილიყავით სახლებში.