Sunday, September 9, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-008

      დაიწყო ახალი სასწავლო წელი, შემიყვანეს გაძლიერებულ კომპიუტერზე, სადაც დავეუფლებოდი უფრო მეტს და უფრო კარგად. მაგრამ უცბათ თავში გამიელვა "რად მინდა ისეთი სამუშაო, სადაც თვეში გადამიხდიან ათასებს და მთელი დღე გამოკეტილი ვიქნები ოთახში"? ახალ სასწავლებლებში კიდე სხვა პროფესიები იყო და სახლში ვთქვი რომ ახალი პროფესიის დაუფლება მინდა თქო. ეს პროფესია იყო ტელე ოპერატორობა.
      გადავედი საოპერატოროზე, გვაყურებინებდნენ კინო ისტორიებს, ბევრი რამე ვისწავლ იქ ფერების შესახებ, ლექტორმაც დავალება მოგვცა, რომ გზაზე სეინობის დროს, სახლში ყოფნის დროს, ან სადაც არ უნდა იყოთ, სულ იღეთო მნიშვნელობა არ აქვს ეს ვიდეო იქნება თუ ფოტოვო. მეც რაღა მიჭირდა ჩემი ტელეფონი ორვეს იღებდა მაგრამ სულ მავიწყდებოდა.
      მიყიდეს სამოყვარულო ვიდეო კამერა, ვიღებდი ყველას და ყველაფერს, ერთიც ციგნის ბავშვები მეხვეწებოდნენ გადაგვიღეო და ხუმრობით ჩემ გერძე მდგომი ეუბნებოდა სალტოები გააკეთეო და ისიც აკეთებდა.
      სასწავლებელში მივიტანე მასალა, ლექტორმა მითხრა გადაღბა კარგია, ხელი გივარგაო და შემომთავაზა, რომ გადამეღო ექსტრემალები, და აი საღმა აზრმა მხია თავში! თბილისში მოვარჯიშე ექსტრემალებს რომლებიც ტრეისერების სახელით არიან ცნობილნი შორიდან ვიცნობდი, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა რაიმე კლიპის გაკეთება, რადაგანაც საკურსო მქონდა ჩაასაბარებელი, და შევპირდი რომ ამ ვიდეოს მათ უეჭველი ვანახებიდი და YouTube.com-ზე ავტვირთავდი. მათაც მომცეს თანხმობა იმისა, რომ მათთვის გადამეღო, მეც ვუღე და ვუღე, დავამონტაჟე ჩემი ხელითვე, დავდე საიტზე, წავიღე სასწავლებელში საკურსოზე და ტელე-ოპერატორისა და ტელე-ვიდეო-მონტაჟისტის სერთიფიკატით გამოვედი.

No comments: