Monday, September 10, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-010

ადაკარდელა

ყოფილა ესე ათას რვაასი წელი ჩვენი წლის აღრიცხვის შემდეგ
რითი გაერთონ რა გააკეთონ იმ დროს არ არის მათთვის თამაში
უყვართ სღაპრები შიშის მომგვრელი, წყევლა კრულვა და სუპერ გმირები,
ჯადოქრობა და მკითხაობები, საფლავები და მკვდართა სულები;

ჩინეთში ჰყავდათ ცეცხლის მფრქვეველი
ჩვენში დრაკონად განცხადებული;
რუსეთში თხზავდნენ ჯადოქარ ქალზე
ბაბაიაგად მოხსენებულზე;

ქართველებს გვყავდა ბაყბაყ დევები
რქიანები და გოლიათები
საფრანგეთს იყო გოთური სტილი
და ასტროლოგი ნოსტრადამუსი

ამერიკაში უყვართ გმირები
კაცი ობობა ან კუ ნინძები;
აზიაში კი არაბეთსიკენ
ლამპარში უზით სახელად ჯინი.

ბევრია გმირი კეთილ ბოროტი, ზებუნებრივი ძალით და ნიჭით
კომიქსებიც ხომ არის და არის ბავშვის ჭკუისთვის ასარევები?
უკვე წიგნები, თუნდაც ტომები- თვაილაითი, ჰარი პოტერი;
რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სხვანი, რატომ არ მოგვწონს ჩვენ ჩვენი თავი?

მეცნიერება ანდა ფიზიკა
მეტეორები, შავი ხვრელები
მგლების ყმუილი სავსე მთვარისას
უკვე არსებობს მთვარის ლოცვებიც;

ჯადოქრობა და მკითხაობები,
იოგები და ათეისტები,
ლოტოსში ჯდომა, ბუდისთვის ლოცვა,
მსხვერპლთა შეწირვა ვუდუს შელოცვა!

ვიღაცამ მოყვა ესე ამბავი: კაცი მკვლელი და სისხლის მსმელიო,
ცივი, პირქუში, უგრძნობ ღიმილით რაღაცა ძალას მალავს გულშიო
ღამის ცხოველი კაცის სხეულში; ჩუმი გოდება მას უდევს თავში.
გრძელი ფრჩხილები, გიშრის ბეჭედი; კსერს უმშვენებს ვამპირს ძეწკვები.

      ამ პოემის მთავარი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო მთხრობელი, რომელიც მოყვებოდა ვამპირებზე და როდესაც მას ეკითხებიან საიდან იცით ამდენიო ლექსათ უნდა დაემთავრებინა და მერე მკითხველიც დაინტერესდებოდა.
      მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთხრობელი საშიში უნდა ყოფილიყო მხოლოდ თავისი მსმენელისთვის და არა ჩემი პოემის მკითხველისთვის ამიტომაც შევაერე ამ პოემის გაგრძელება და დავიწყე თავიდან წერა, თუ ვინ იყო მთხრობელი...

No comments: