Monday, September 10, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-015

      არაფორმალებთან ყოფნის დროს მათზე ბევრი რამე შევიტყვე, შსევიტყვე ისიც რომ სუბკულტურებს შორის განსხვავების მიუხედავად ერთად არის ბევრი, მაგალითად პანკი და გოთი, შევიტყვე კაბალის არსებობა, ამიხსნეს მასონებზე და ილუმინატებზე, შევიტყვე ისიც, რომ ასტროლოგიურ კერძოდ დასავლური კალენდრის ნიშნების სტიქიებს იყენებენ სატანისტები და კატის კვლა ეს მხოლოდ ფანატიზმია, თუნდაც ის ამიხსნეს, რომ ემო ემოციურ ადამიანს ნიშნავს და ფანატისტები არიან ვინც ხელებს ისერავს, ან სულ მუდმივად ვინც არის დათრგუნული. მეც რაღა მიჭირდა, ავდექი და დავიწყე, რომ ჩემ პოემაში ოკულტიზმიც უნდა გამერია, მითუმეტეს მაშინ როცა არაფორმალური სუბკულტურიზმი გოთიკა თილისმად იყენებს ანხს, რომელიც ძველი ეგვიპტელების აზრით იყო ნილოსის გასაღები დაანუბისი მას სამაჯურად იყენებდა და მეც შევუდექი.

გავიდა დრონი, გავიდა ხანი
დადგა ის ხვალე, დადგა დაისი
ცბუნავს მსოფლიო, ფრინავენ ხალხი
თითქოს ბერები დაფრინავენო

პარიზი ღამით,ღვთის მშობლის ტაძარი
უკვე იწყება შეკრება იმათი
დონ ამადეო, სერ ვილიამი
აგერ ისინიც მოდიან წყვილში

მრგვალი მაგიდა, ცივი კედლები
სამარისებულ არის დუმილი
მოდის ბელადი, მოჰყვება მსხვერპლი
გვირგვინს უმშვენებს: ქარვა, ოპალი

ჩირაღდანებში ანთია ცეცხლი
უხსენებელი დუმს ქვის ლოდებში:
ორპირობა და ტკბილი ტყუილი;
კაცის მკვლელი და მრუში ყველასთვის.

იღება ბჭენი ჯოჯოხეთისა,
მოდიან ხალხი ცახცახ კანკალით
დაგუბებულა მათი ყურები
ტანჯული ესმით ხალხის კივილი

დადგა შუღამე, ყმუიან მგლები
სავსეა მთვარე, თეთრი, ნათელი
პერგამენტები უპყრიათ ხელში
იესოს ჯვარცმა, ანთია სანთელი.

ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიკრიბებით,
რომ თქვენ დაგტანჯოთ ხალხის დაკარგვით,
ჩვენ თქვენ შეგიცვლით სულს ცხოველებით
აწ და მარადის უკუნისამდე

ამაო არის თქვენი გოდება,
მაინც მოხდება ეს მოსახდენი,
დაწყევლილნი ხართ და განდგომილ
კაცობრიობის რჯულით, ჯილაგით.

ჩირაღდანებში ლაპლაპებს ცეცხლი
ქვრება სანთელი, ვარდება ჯვარცმა,
ირგვლივ ქარია, გვრგვინავს სტიქია
ჭექა-ქუხილის ექოც გაისმა...

ტაძრის აჩრდილმაც გამოიღვიძა
და ჩირარდნებში ცახცახებს ცეცხლი
გაისმა მაღალი ხმის ლაპარაკით
-წადით აქედან დროზეთ ყველანი!

გრაფმა რიჩარდმა რაღა ქნას ახლა?
ან ეებრძოლოს ან და დანებდეს
თუ დანებდება პარივს არვინ სცემს
და თუ იბრძოლებს სიცოცხლეს აგებს.

-მშვიდობა შენდა აბატო კვაზი
გთხოვ დავასრულოთ ეს რიტუალი
-აბა შენ ვინ ხარ, რო გამიბედე
შემობრუნება ჩემი სიტყვების?

-ტონი ჯუზეპე გახლავარ კვაზი
თვით ვატიკანის ბერთ უხუცესი
ავრელიუსის ამხსარებელი,
იულიუსის მასწავლებელი

-მოგესალმებიძმაო ჯუზეპე
-შეცბუნებულმა წარმოთქვა კვაზიმ
-ეს რა მომხდარა რომ განგიმართავთ
ამ ჩემს ტაძარში ტანჯვა კვნესანი?

დღეს ერთის მერე, შუა ღამისას
არის დღეობა ათასი წლისა
არაგონების რაინდთა მეფე
გრაფი რიჩარდი გვიძღვება წინა

აბატმა კვაზიმ თავი წამოჱო
მხრებში გასწორდა და გაიმარა
მისი მნათვლელი ეკლესიურად
არაგონებში ყოფილა ძველად

გრაფმა რიჩარდმაც გამოთქვა აზრი
-რომ მე გახლავართ მეფე ვამპირი
გრაფი დრაკულას ერთადერთი შტო
და მისი გვარის გამგრძელებელი

ტაძრის აჩრდილი დათანხმდა ზეიმს,
ესკადრილია ლოდინობს გარეთ,
ხელში უპყრიათ ჩირაღდანები,
ცხენის ჭჭიხვინით მოჰქრის ოსმალო,

მედროშე წარსდგა ჯაჭვის პერანგით
ალამზე არის სამეფო კობრა;
მეისრეებს კი თავის ისრებზე
ცეცხლი აენთოდ და მოეზიდათ;

ამავ დროულად ქურუმთა რაზმი
მოემართება მსხვერპლის საკურთხად
პენტაგრამებით უხმობენ ლუცის
ბაგით აღებენ ჯოჯოხეთის კარს

უხსენებელმა იხმო სტიქია:
ძეციდან ქარი; ძირიდან მიწა;
ჩირაღდანებში კაშკაშებს ცეცხლი;
კოკისპირული წვიმაც მოვიდა!!!

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-014

ორი ჯელტმენი კრიალოსანით
ერთი ლაბადით მეორე ფრაკით
თეთრი, ფითქინა და წნარი სახით
ცოტა ნაოჭით და ცოტა შრამით

სერ ანტონიო, სერ ვილიამი
ჩვენ წარმოგიდგენთ ვატიკანს ღამით
რომის ცენტურის ტახტის დამცველნი
არისტოკრატი ვამპირთა დასი

შენ დაისჯები, რომ არ იჯერებ
თან, რომ დაგვცინი ზღაპრების სახით
პირველზე გახდი მეფის ვეზირი
მას ემორჩილე ერთი - ათასწლით

იმ ღამის შემდეგ გასულა წლები
იყვნენ მეფენი, პრეზიდენტები.
შეცვლილა ყველა და ყველაფერი
დირექტორები, მასწავლებლები

დარჩა დარაჯი ასაკ უცვლელი
სკოლის წინაშე მოვალეობით
პატიოსანი, მაგრამ მშიერი
უმწეო არის კეთილ შობილი

იგი აგრძელებს მეზღაპრეობას
მას დაავალეს დარჩეს მეზღაპრედ
ოღონდ მოყვება მხოლოდ ვამპირზე
რაც მისი მეფის გარშემო ტრიალებს.

სისხლის სუნით ყარს სკოლის დარბაზი
ვირთხა, კატები, ქუჩის ძაღლები;
ყეფა, წკმუტუნი, მწარე ჩხავილი;
მსხვერპლთა ცხედრებით სავსეა კლასი

ჩამოჯდა სკამხე რომ დაისვენოს,
რომ დააალაგოს შმდეგ ოთახი
ზის და ხელს ისმევს სისხლიან პირზე
ძახილი ესმის სკოლის ჭიშკარზე.

-დონ ამადეო? სალამი თქვენდა
მაგრამ რა არის თქვენი საქმენი?
-ხვალ დაისის დროს გრაფი რიჩარდი
არაგონებში ბრძანებს შეკრებას

ნოტრდამს მივდივართ
შენც წამოგვყევი
რომ შემდეგ მოყვე
ჩვენი ნათლობა...

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-013

ტუტან ხამონი მოკლა ვეზირმა
მასწავლებელო- იყვირა ბილიმ
-მართალია, რომ თუ კაცი მოკლეს,
მისი სული, რომ დარჩება ქვეყნად?

-შეკითხვა არის საინტერესო
მაგრამ ახსნაში არ ღირს ჩარევა
ზოგი ფიქრობს რომ ასეა ესო,
ზოგიც ფიქრობს, რომ ავაო ზეცად

ბავშვებო მე თქვენ
მოგითხრობთ ამბავს
რომლის სწორეშიც
ხალხები ბოდავს!

ყოფილა ესე ათას რვაასი წელი ჩვენი წლის აღრიცხვის შემდეგ
რითი გაერთონ რა გააკეთონ იმ დროს არ არის მათთვის თამაში
უყვართ სღაპრები შიშის მომგვრელი, წყევლა კრულვა და სუპერ გმირები,
ჯადოქრობა და მკითხაობები, საფლავები და მკვდართა სულები;

ჩინეთში ჰყავდათ ცეცხლის მფრქვეველი
ჩვენში დრაკონად განცხადებული;
რუსეთში თხზავდნენ ჯადოქარ ქალზე
ბაბაიაგად მოხსენებულზე;

ქართველებს გვყავდა ბაყბაყ დევები
რქიანები და გოლიათები
საფრანგეთს იყო გოთური სტილი
და ასტროლოგი ნოსტრადამუსი

ამერიკაში უყვართ გმირები
კაცი ობობა ან კუ ნინძები;
აზიაში კი არაბეთსიკენ
ლამპარში უზით სახელად ჯინი.

ბევრია გმირი კეთილ ბოროტი, ზებუნებრივი ძალით და ნიჭით
კომიქსებიც ხომ არის და არის ბავშვის ჭკუისთვის ასარევები?
უკვე წიგნები, თუნდაც ტომები- თვაილაითი, ჰარი პოტერი;
რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სხვანი, რატომ არ მოგვწონს ჩვენ ჩვენი თავი?

მეცნიერება ანდა ფიზიკა
მეტეორები, შავი ხვრელები
მგლების ყმუილი სავსე მთვარისას
უკვე არსებობს მთვარის ლოცვებიც;

ჯადოქრობა და მკითხაობები,
იოგები და ათეისტები,
ლოტოსში ჯდომა, ბუდისთვის ლოცვა,
მსხვერპლთა შეწირვა ვუდუს შელოცვა!

ვიღაცამ მოყვა ესე ამბავი: კაცი მკვლელი და სისხლის მსმელიო,
ცივი, პირქუში, უგრძნობ ღიმილით რაღაცა ძალას მალავს გულშიო
ღამის ცხოველი კაცის სხეულში; ჩუმი გოდება მას უდევს თავში.
გრძელი ფრჩხილები, გიშრის ბეჭედი; კსერს უმშვენებს ვამპირს ძეწკვები.

ცივი ოფლი აქთ აქ ყველა მსმენელს
ფოთლის შრიალზეც უსკდებათ გული
ეშინიათ და აინტერესებთ
ოღონდ ვერ უძლებთ მათ სუსტი გული

მორჩა ზღაპარი, იშლება ყველა,
გადარჩენილა ზღაპრის მსმენელი,
დამშვიდობება, ნახვამდის, კარგად;
არვის უნდა ცალ-ცალკე წასვლა

ღამეა უკვე,ყმუიან მგლები
მეზღაპრე ცხოვრობს სკოლის სარდაფში,
იგი ბრუნდება თავის ბუნაგში
ფეხის ბაკუნი, ჩქარი ნაბიჟი

მას ჰგონია, რომ მორჩა ზღაპარი
ჩუმი ღიმილით შედის ოთახში
დგას და ხელს ისმევს აჩეჩილ თმაზე
და გათიშული დაეცა კვნესით!

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-012

      ანტიკურ საბერძნეთში ღმერთა ღმერთის ზევსის შვილი იყო აპოლონი რომელიც მზის ღმერთი იყო. მე ჩემს პოემას დავარქვი აპოლონს მიღმა - მზის მიღმა

აპოლონს მიღმა

პატარა ქალაქ სახელმწიფოში
სადაც ყოველი ყველას იცნობდა
ცხოვრობდა კაცი ადაკარდელა
რომელსაც ბევრი ჭორი დასდევდა;

ოცი წლის წინათ იგი იპოვნეს
საკუთარ სახლში სისხლით მოსვრი
გვერდით ესვენა ცოლშვილი მკვდარი
დაჭმულები და სისხლიანები!

მისი ოჯახი იყო გულ უხვუ,
კეთილები და საზრიანები;
რასაც უნდოდათ იმას შვრებოდნენ
თანაც არაფერს აზიანებდნენ

ადა კარდელა მორგანს უყვარდა
პატაები, და იყო მზრუნველი
ის მუშაობდა სკოლის დარაჯად
და იყო სკოლის დამლაგებელი.

მაგრამ როდესაც იგი იპოვნეს
ხალხს მის ოჯახზე წაუხდათ გული
ეშინოდათ და ერიდებოდნენ
თან მასზე საშინელ ჭორებს ამბობდნენ.

როდესაც ბავშვი არ ჭამდა საჭმელს
ან გვიანამდე იყო ეზოში
მშობელი მორგანს რომ ახსენებდა
იქ მთავრდებოდა ბავშვის წუწუნი.

სკოლის ბავშვები შეკრებილიყვნენ
რომ მოეძიათ მათ ერთი საქმე
გამოძიებას ჩაატარებდნენ
ადა კარდელა მორგანის საქმეს

როცა ჩატარდა კლასის შეკრება
დათქვეს დროცა და საქმის ადგილც
მორგანის სახლის წინ უნდა მდგარიყვნენ
როცა სკოლიდან წავლენ შინისკენ

სკოლაში არის სტაბილურობა
გაკვეთილი კი უკვე არს ბოლო
დარჩა მსოფლიო ისტორია და
****************************

ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცი;
მაგრამ რად არ ჩანს მასწავლებელი?
კარი გაიღო, ვიღაც შემოდის
კლასი გაშეშდა მორგანის ნახვით!

მორგანმა ახსნა მოსვლის მიზეზი:
მასწავლებელი გახლდათ ავადო
დღეს მე აგიხსნით ახალ მასალას
ტუტან ხამონის ცხოვრების ბედსო.

-ძველ ეგვიპტეში მისდევდნენ შრომას
იყვნენ მწყემსები, მიწათ მომედნი.
ჰყავდათ კერპები: სეთი, რა, ხნუმი
ოზირისი და ანუბისები;

მეფის მაგივრად თავს თვლიდნენ ღმერთად
და მათ ეწოდათ ფარაონები
ცივილიზებულ იყო ეგვიპტე კანოპებით და პირამიდებით,
დამწერლობაც კი ჰქონიათ იმ დროს ჩვენთვის ცნობილი იეროგლიფები.

როცა კი მათი მეფე კვდებოდა
მას სარკოფაგში ატანდნენ ოქრო
ყველაზე ხნიერი მოკვდა რამზესი
ახალგაზრდა კი ტუტან ხამონი!

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-011

      ერთ დღეს როდესაც YouTube-ზე ვეძებდი მოცარტის მესას, და რომელიც ვიპოვნე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ამ ვიდეოს ავტორი იყო ვინმე ადა კარდელა; მეც აღარ გამიჭირდა ჩემი მთავარი პერსონისთვის სახელის დარქმევა და პოემას უნდა დარქმეოდა მორგან ადა კარდელა. რადგანაც ცოტა უხეშად მაგრამ სასიამოვნოდ ჟრერდა როგორც დრაკულა, მაგრამ ცოტა მისტიური, ამოუცნობი და შიშის მომცემი უნდა ყოფილიყო ეს სახელი.
      მოკლედ როდესაც გავიცანი არაფორმალები ისინი საუბრობდნენ, რომ მეორე დღეს უნდა ჩაეტარებინათ პოეზიის საღამო, და მეც გამოვთქვი მათთან სურვილი და წავუკითხე ის ლექსი რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში. და ავუხსენი რომ ეს ჩემი პოემის მოლოდ  მეათასედი ნაწილი იყო და ისინიც დიდი ინტერესით მოელოდნენ მეორე დღის გათენებას, მაგრამ ასევე დავაყოლე ისიც,რომ ჩემი პოემა განიცდიდა შეკეთებას, გადაკეთბას, რომ ის ჯერ არ იყო შინაარსობრივად აწყობილი და მუზასთან ერთად მერითმებოდა თავში და მართლაც ასე იყო.
      გათენდა მეორე დღე მე წინა ღამით ვიწვალე, იმიტომ, რომ დაპირებული ვიყავი ხალხზე(მსმენელზე), რომ მათ ძალიან დააინტერესდებოდათ ჩემი პოემა და მეც როგორც იქნა მომივიდა თავში ჭეშმარიტი აზრი და პოემას სახელი შევურჩიე.

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-010

ადაკარდელა

ყოფილა ესე ათას რვაასი წელი ჩვენი წლის აღრიცხვის შემდეგ
რითი გაერთონ რა გააკეთონ იმ დროს არ არის მათთვის თამაში
უყვართ სღაპრები შიშის მომგვრელი, წყევლა კრულვა და სუპერ გმირები,
ჯადოქრობა და მკითხაობები, საფლავები და მკვდართა სულები;

ჩინეთში ჰყავდათ ცეცხლის მფრქვეველი
ჩვენში დრაკონად განცხადებული;
რუსეთში თხზავდნენ ჯადოქარ ქალზე
ბაბაიაგად მოხსენებულზე;

ქართველებს გვყავდა ბაყბაყ დევები
რქიანები და გოლიათები
საფრანგეთს იყო გოთური სტილი
და ასტროლოგი ნოსტრადამუსი

ამერიკაში უყვართ გმირები
კაცი ობობა ან კუ ნინძები;
აზიაში კი არაბეთსიკენ
ლამპარში უზით სახელად ჯინი.

ბევრია გმირი კეთილ ბოროტი, ზებუნებრივი ძალით და ნიჭით
კომიქსებიც ხომ არის და არის ბავშვის ჭკუისთვის ასარევები?
უკვე წიგნები, თუნდაც ტომები- თვაილაითი, ჰარი პოტერი;
რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სხვანი, რატომ არ მოგვწონს ჩვენ ჩვენი თავი?

მეცნიერება ანდა ფიზიკა
მეტეორები, შავი ხვრელები
მგლების ყმუილი სავსე მთვარისას
უკვე არსებობს მთვარის ლოცვებიც;

ჯადოქრობა და მკითხაობები,
იოგები და ათეისტები,
ლოტოსში ჯდომა, ბუდისთვის ლოცვა,
მსხვერპლთა შეწირვა ვუდუს შელოცვა!

ვიღაცამ მოყვა ესე ამბავი: კაცი მკვლელი და სისხლის მსმელიო,
ცივი, პირქუში, უგრძნობ ღიმილით რაღაცა ძალას მალავს გულშიო
ღამის ცხოველი კაცის სხეულში; ჩუმი გოდება მას უდევს თავში.
გრძელი ფრჩხილები, გიშრის ბეჭედი; კსერს უმშვენებს ვამპირს ძეწკვები.

      ამ პოემის მთავარი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო მთხრობელი, რომელიც მოყვებოდა ვამპირებზე და როდესაც მას ეკითხებიან საიდან იცით ამდენიო ლექსათ უნდა დაემთავრებინა და მერე მკითხველიც დაინტერესდებოდა.
      მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთხრობელი საშიში უნდა ყოფილიყო მხოლოდ თავისი მსმენელისთვის და არა ჩემი პოემის მკითხველისთვის ამიტომაც შევაერე ამ პოემის გაგრძელება და დავიწყე თავიდან წერა, თუ ვინ იყო მთხრობელი...