Sunday, September 9, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-007

      ახალს სკოლაში ახლებურად ვიყავი როგორც ნებისმიერი იქნებოდა მაგრამ მოვინდომე გაღორება და დღესაც იგივსგავაკეთებდი. მამაჩემმა წამომიყვანა იმ სკოლიდან სადაც მეფესავით ვიყავი და იმ სკოლაში შემიყვანა სადაც უნდა ვყოფილიყავი წიგნის ჭია. მეც თავიდან გამიადვილდა რადგანაც საფეხურები არ გამიცდენია, მაგრამ ერთი პატარა ხმამ შემიარა ყურში აშკარად ვიღაცის ნაბოდვარი იყო, ჩემთვის კი წმინდა წყლის სიბრძნე. მამაჩემს წარვუდგინე ჩემი იდეალიზმი:

      თუ ვაბარებ სამსახიობოზე რად მჭირდება ქიმია,ბიოლოგია ან და ფიზიკა მეთქი?!.

      მანაც გულწრფელი თვალებით შემომხედა და მკითხა: მსახიობი გინდა გამოხვიდე შვილოო?

      მე მივუგე, რომ მსახიობი მაგალითად მოვიყვანეთქო (ადრე დავდიოდი თიატრალურზე მაგრამ დავასკვენი რომ ლექსების გაზუთხვა ჩემი სტილი არ ყოფილა).

      გავიდა პერიოდი, მამამ იპოვნა კოლეჯი სადაც უამრავი პროფესიის დაუფლება შეიძლებოდა და მეც ავირჩიე "ვებ მედია ტექნოლოგია". საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, პარალელურად ერთერთი სოციალური ქსელის ვიცე ადმინისტრატორი გავიცანი, ვისი მეშვეობითაც დამატებით კომპიუტერის ჯადოქრობასაც ვსწავლობდი, ისე მიხაროდა, რომ მამაჩემმა ნოუთბუქი მიყიდა და მეც უკან არ ვიხევდი. მომირჩა კოლეჯი, ვამხეცებდი ჩემი ნაცნობი კომპიუტერის ჯადოქრის საიტს (რომელიც გაიყიდა შემდგომ), და ისეევ და ისევ მიყვარდა ის გოგო რომელიც  რამდენიმე წლის წინ ვნახე პირველად მატარებლის ვაგონში და რომელიც თურმა ჩემი მეზობელი ყოფილა და კიდევ უფრო საინტერესო ისს აღმოვაჩინე შემთხვევით, რომ მამაჩემი და ამ გოგონას მამა ძმაკაცები ყოფილან.
      "ვინც ითმენს ის იგებს!" ბევრი ვითმინე მაგრამ ამომასხა ყელში, რაღაც უნდა მეღონა, რომ როგორმე მასაც მოვწონებოდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა. შემთხვევით ერთერთ ჟურნალში ამოვიკითხე ჩემი ჰოროსკოპის მდგომარეობა 1 კვირის განმავლობაში რომელიც მართლაც ასრულდა, მის შემდეგ სულ ამ ჯურნალშ ვკითხულობდი. ჩემს ფავორიტ გოგონას ვკითხე მისი ჰოროსკოპი და მანაც მიპასუხა.
      ასე თუ ისე მაინც ვერ ვაბამდი. ასე და ამგვარად ჩავუჯექი ასტროლოგიას.

No comments: