Sunday, September 9, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-005

4)      იმ პერიოდში სკოლაში ინფორმატიკის საგანი შემდეგ წელს უნდა დაგვეწყო. ინფორმატიკის კაბინეტი ბიოლოგიის კაბინეტში ტარდებოდა და დასვენების ან გაკვეთილების შემდეგ ხშირათ ვიყავი ხოლმე ბიოლოგიის კაბინეტში. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ საბეჭდი მანქანა ჰქონიათ რომელიც ქართული შრიბტით წერდა და თანაც მუშაობდა, და ამოვბეჭდე ჩემი უკვე ახალი ლექსი, რომელიც პოეტური აზარტით მომივიდა თავში:

***

ვინსეტ ვან გოგმა მოიჭრა ყური
რომ დაემტკიცა მას თავის საქმე
ამადეუსმა მოიკლა თავი,
თავის ცხოვრების მელოდიებზე

მოჰკლეს ილია თვით ქართლის მტრებმა
და კეისარი რომის სარდლებმა
ორივე მეფე და დიდებული
უგვირგვინო თუ გვირგვინიანი...

      პირველი ლექსი რომ ავუკითხე დამრიგებელს მითხრა, რომ პოტენციალი მქონდა და მეც აზარტში შევედი. ვწერდი არა იმიტომ რომ ეს პოეზია იყო არამედ იმიტომ, რომ მინდოდა დამენახებინა მსმენელისთვის ის რომ სრულად ისეთი სულელიც არ ვიყავი როგორიც თვითონ ვეგონე და რაც კი თავში რაიმე ინფორმაციას ვფლობდი წიგნებიდან თუ ტელევიზიიდან ყველაფერს ალეგორიულად ვიყენებდი ლექსებში; ერთ დღესაც ტელევიზორით საინფორმაციო გამოშვებაში ვნახე საშინელი რამ და მეც დავწერე:

კაცობრიობის ცოდვა

შორეულ გზაზე, მთის მაღალ წვერზე
ცხოვრობს არწივი ფრინველთა მეფე
დასჭექა სიტყვა მეფურ ხმიანი
ბუნებამ თავის შვილს რომ დაუტოვა

აჰა ლაჩარნო და სიტყვა მკვეხარნო
ღმერთმა რომ გარგუნათ ბედი კაცისა
დაზდევთ მოშიშართ რომ გაგირბიან
და გაურბიხართ სიმართლის გზასა

ან შევეჯიბროთ აზრებში მაინც
მაგრამ თქვენ იტყვით - ჩვენ კაცნი ვართო!
ჯერ ერთს იფიქრებთ, მეორეს იტყვით
და კეთებისთვის დრო აღარ დაგრჩათ

რითი გვჯობიხართ ორფეხა ნადირი
თავისუფლების მწყურვალ ფრონველებს?
ან გამარჯვებას მონატრებული
ერთხელ მოიგეთ და დღემდე აგებთ

აქ კი უეცრად ცხოველთა მეფემ
დაიღრიალა, სიტყვა წარმოსთქვა
კაცობრიობას ზურგზე რომ აწევს
და პატიება არ შეიძლება

როგორც პირუტყვი, ანდა ნადირი
რომ არ იკადრებს უფლის შეცოდვას
როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს
თავის ნაშიერს მიაგდებს არსად

ადამიანი თავის ნაშიერს
ნაშობელს თავის სიყვარულითა
ზიზღით უყურებს, და თვითონვე კლავს
სიყვარულის მიცს და ერთგულებას.

      სანამ ამ ფურცელს წავიღებდი დამრიგებელთან საჩვენებლად სახლშიი მოვდივარ გახარებული, რომ მეორე დღეს უნდა შემაქონ, მაგრამ დილით სკოლაში წასვლის წინ ჩაი დამეღვარა ნაშრომზე და დამილბა კიდეც ჩემი ლექსი, ამიტომაც უკვე ყელში ამოსულმა საერთოდ გადავწყვიტე რომ აღარც დავბეჭდავდი ლექსებს!

No comments: