Sunday, September 9, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-006

      ერთ დღესაც, ნათესავები გვეწვივნენ შინ და მამაჩემმა თქვა, რომ მე პოეტოის ნიჭი მქონდა. მეც ჩემი შენახული ბლოკნოტიდან წავიკითხე ლექსები და ძალიან ამაყობდა მამაჩემი, ნათესავებსაც მოეწონათ. ამ პერიოდში ძალიან დავახლოვდით მე და ჩემი სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი და ხშირად ვიყავი მის გაკვეთილებზე, მიუხედავად იმისა რომ შემდეგ წელს მეწყებოდა სწავლა.
      მან მკითხა, ისევ თუ ვწერდი ახალ ლექსებს და მეც ვუთხარი დიახთქო, მან მკითხა აბეჭდ მანქანასთან რატომ აღარ ზიხარო, და ჩემი პასუხი იყო ასეთი, ვერ ვენდობი ფუურცელს; ან დასველდება, ანდაც ქარი წაიღებს თქო. მანაც მითხრა რომ სკოლის კომპიუტერზე მასწავლიდა ბეჭდვას და იქ უფრო უსაფრთხო იქნებოდა ლექსების შენახვა.
      2 თვის შემდეგ ჩემი სკოლის ინფორმატიკის საგნის მთავარი ადმინისტრატორი ვიყავი, უჩემოთ ბიოლოგიის კაბინეტში თვით დირექტორიც ვერ შედიოდა, ვისწავლე კომპიუტერის ჩართვა და გამორთვა, დაშლა და აწყობა, ასევე ვისწავლე პროექტორის დამატება კომპიუტერზე. ჩემი მოვალეობა იყო, რომ როცა მოსწავლეები შემოვიდოდნენ, დამერიგა მათთვის ტექსტები, თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდებოდა დავხმარებოდი (და ძმაკაცებისთვის ინტერნეტი ჩამერთო). მეც სრული მობილიზაციით ვასრულებდი დავალებებს და თან ვბლატაობდი კიდეც, მხოლოდ მათემატიკას და ლიტერატურას ვესწრებოდი გკვეთილზე, სხვაზე მუდმივად ინფორმატიკაში ვამეცადინებდი ბავშვებს!
      სკოლაც მთავრდებოდა, არდადეგებზე წასვლა მიხაროდა, მაგრამ მამაჩემმა გამოიტანა სკოლიდან ჩემი და ჩემი დის საბუთები და გადაგვიყვანა უბანში ახლოს; მიზეზი ის იყო რომ სასწავლო წლის დასაწყისში(ნოემბერში) მოხდა 7 ნოემბრის აქცია და  ჩვენი სკოლა თავისუფლებაზე იყო, მამაჩემსაც შეეშინდა უარესი არ მოხდესო. ამ დროისთვის ვამართლებ მაგრამ მაშინ არ ვამართლებდი რადგან ჩემი სკოლიდან წასვლის შემდეგ იმ კომპიუტერის მყარი დისკი გადაიწვა. მართალია მყარი დისკი აღადგინეს მაგრამ ჩემი ნაშრომი რადგანაც იზომებოდა ბაიტებში მაგიდაზევე შემანახინეს Word-ის ფაილით. ჩემი ამოცანა იყო რომ თავიდან დამეწყო და ბოლომდე ამეკრიფა კომპიუტერში ჩემი ლექსები, რომელიც მყარი დისკის მეხსიერებაში შეინახებოდა!!!

No comments: