Sunday, September 9, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-004


3)      გაზაფხულის ცხელი დღე იყო, სკოლიდან მოვდიოდი ქანც გაწყვეტილი და მოვათრევდი ჩემს სკოლის ჩანთას (6კგ). მეტროპოლიტენის სადგურ ავლაბარში (ცნობისთვის: საქართველო, თბილისი!) შემთხვევით შევნიშნე ერთი გოგონა რომელიც ძალიან მესიმპატიურა (ცნობისთვის მე ბიჭი ვარ და მქვია ******** მაგრამ შეგიძლიათ ანონიმი დამიძახოთ). მოკლედ ჩემს სადგურში ჩავედი, მივბაჯბაჯებდი  სახლისკენ, არც არავინ მაინტერესებდა და არც ის მაინტერესებდ რა ხდებოდა გარშემო, მხოლოდ იმ გოგონაზე ვფიქრობდი რომელმაც ძალიან აღმაფრთოვანა, ამის შემდეგ გადავწყვტე, რომ იმავე დროს წამოვსულიყავი ყოველ დღე სკოლიდან, რომ იმავე დროს მოვხვედრილიყავი მეტროპოლიტენის სადგურ ავლაბარში რომ იმავე ვაგონში ისევ ის გოგონა მენახახა; და აი მესამე დღეს ჩემდა საბედნიეროდ, როდესაც უბანში გავედი მეგობრებთან ფეღბურთის სათამაშოთ გადავედით მეორე უბანში რომ შეგვეკრიბა ბავშვები და ჰოი საოცრება! ვხედავ იმ გოგონას რომელიც სამი დღის წინ შევამჩნიე ჩემთან ერთად მატარებლის ვაგონში თურმე ჩემი უბნის გვერდით უბანში სტუმრად ყოფილა, ადრენალინმა შემომიტია; ოფლმა დამასხა, გავშეშდი და როგორც ყოველთვის ჩემმა კრეატიულმა აზრმა მომაკითხა თავის ქალის მიდამოებში, მეც აღარ დავაყოვნე და ენერგიულად მივედი მარა 2 წლის თოთო ბავშვივით მივესალმე, ისიც მომესალმა და აღმოჩნდა რომ ასეთი ღვთაებრივი სლამაზე ჩემი მეზობელი ყოფილა; იმავე საღამოს სახლში მომივიდა უცნაური აზრი და მეც ეს ყველაფერი ტელეფონის შიდა მხსიერებაში შევინახე ინგლისური ასოებით, რომელიც შემდგომ ჩემს ბლოკნოტში გადმოვაქართულე:

***

მე უშენობას ვეღარ ავიტან
მორჩება ჩემი სიცოცხლე მწარე
მაგრამ რა არის გენიალური?
თუ არა წრფელი სიტყვების ჯახი...

ამას ვწერ შენთვის, რომ მოგიპოვო
როგორც ღარიბი თავის პურის ფულს
მე შენ თაყვანს გცემ ღვთაებრივ ასულს
როგორც იესო თავის მეუფეს

მე ვამბობ შენთვის წმინდათა წმინდას,
სასიყვარულო იგავ-არაკებს
მე შენ მიყვარხარ და უშენობით
ვიწყევლი თავბედს და გაჩენის დღეს

რამ შემაყვარა ასეთი ტურფა
როგორც საუნჯე ქვეყნიერების?
ასეთი ნაზი, ულამაზესი.
როგორც აუნჯე ოქროს ზოდებით

ამომავალ მზეს ჯულიეტას
შეშურდებოდა შენი თვალების
და დაგინდობდა მავრი ოტელო
დეზდემონა რომ ყოფილიყავი.

      შემდგომ მოვინდომე ლექსების კოლექცია მაგრამ როდეცას ჩემი ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვარდა ამან უკვე ტრაგიკულად იმოქმედა ჩემზე და მოგვიანებით მივხვდი, რომ ბლოკნოტი სანდო არ არის, ან ამოგივარდება ფურცელი, ან დაკარგავ და შევეშვი ბლოკნოტობანასაც.

No comments: