Friday, September 14, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-018

      მაგრამ აპოლონი რა აპოლონია თუ ზევსი, პოსეიდონ ან ჰადესი არ ვახსენე?!. ამიტომაც ჩემს ნაწარმოებში შემოვიყვანე მესამე სამყარო რომელსაც ანტიკური ბერძნების დროს წოდებენ...

ჰადესმაც დახსნა ზევსის მონები.
ტიტანებს იბყრობს, მიჰყავს ტარტარში
დასახმარებლად უხმობს ცერბერუსს
ქარონს წაართმევს ვერცხლის მონეტას

აპოლონს მიღმა, უსრულ წყვდიადში
ისმის ღმუილი დიდი პირუტყვის
მორბის ზლუქუნით, ფლოქვების რტყმევით
თან წამოიღო ცხელი ჰაერი

ამოვიდა რა ტარტარიდან მეფე წყვდიადის
მან შთააგონა ადამიანთ რომ ის მეფეა
ხალხებთა ომებს აწარმოებს დემონის ძალით
ბოროტს შეუქმნის შავი მაგით არემარესა

დაწყევლილია მისი სახლი ირგვლივ ყველასთვის
მხოლოდ სატანის თილისმებით შედიან ყველა
კრიალოსანი, პენტაგრამა, დანა მარილში;
მეფის ტობელიც აღზევდება გამეფებისას.

პენტაგრამატონ - ასე უხმო მან მის მარჯვენას
იგი მკვლელია ყველა კარგის რაც კი ხალხშია
მას უყვარს ბრბობი შავი საქმით დაკავებული
მკვლელობას ჩუქნის პატივმოყვარე კაცსაც საჩუქრად

ჰადესიც მიდის ტარტარისკენ ქარონის ნავით
ისევ წაართმევს ერთგულ მონას ვერცხლის მონეტას
ცერბერს წაიყვანს, გაშმაგებულ ქოფაკს გზამკვლევად,
რომ იმკითხაოს თავისი ბედი კიდევ ერთხელაც.

ცის კაბადონზე მოვა არმია არმაგედონი
ორიონი ჭვრეტს წინაღობას მრავალი მტრისას
მოდის პერსევსი პეგასზე მჯდარი გორგონას თავით
ვარსკვლავთ მრიცხველნიც გაოცებით ცას შეჰხარიან

      შემთხვევით ერთ წიგნში რომელიც შეისწავლიდა ასტროლოგიას წავაწყდი ლექსს თანავარსკვლავედებზე რომელიც გამოვიყენე ასევე ჩემს პოემაში. ლექსის ავტორი ვინმე აკაკი გელოვანი.

რისთვის უმღერით, პოეტებო ცას და ვარსკვლავებს? -
იქ ხო იმდენინადირია, ცა ძლივს აკავებს!
ნახეთ, ცარგვალზე იგრიხება რამდენი გველი!
ბრდღვინავს ლომი და იღრინება პირღია მგელი.

გველეშაპა გაწოლილი კიდით კიდემდე
ისეთი მძლავრი რომ ღმერთებიც ხელს ვერ ჰკიდებენ
კირჩხიბს და ჰიდრას ეფინებათ ვარსკვლავთა თქეში
და ღრიანკალი იღრიკება მხეცების წრეში

ბორგავს ვეშაპი, ანდრომედას დაეძებს ცაში
მიჰქრის პეგასი, სივრცეს სწერავს ციური რაში.
ტუგანს, ფარშევანგს, ჩიტს დასჩხავის შავი ყორანი
ფენიქსს და ყორანს შესცქერიან შიშით ყველანი

გარბის მარტორქა, გვესახება ვარსკვლავ კრებულად
და თვითონ ხვლიკი ცის ტატნობზე დამკვიდრებულა
დიიდი კენტავრი ციდან გვიშენს ცეცხლოვან ისრებს
და მეძებრები მიარღვევენ ასტრალურ ნისლებს

წერო, არწივი, თხა და ვერძი, გედი, მელია,
მტრედი, კურდელი თუ ჟირაფი ცისკარს ელიან
რომ უჩინარჰოს ჰიდრებისთვის ზეცის ტატნობი
და რძიულ ზოლად ცას ერტყმევა ირმის ნახტომი

დგას გველის მჭერი, სურს გასტყორცნოს ქვეწარმავალი
მძვინვარებს კურო, უფრთხსის კვიცი კენტად მავალი.
გაშმაგებული ქოფაკები მისდევენ დათვებს
ქამელეონი გვიმზერს მაღლით... დუმილი გმართებს,

ღირსო მგოსანნო, შენ კი აქებ ცას და ვარსკვლავებს,
სადაც იმდენი ნადირია ცა ძლივს აკავებს.

      დე მაც ავყევი ამ ლექსს თუ როგორ უნდა მორეოდა ჰადესი არაგონების რაინდებს!

იმ სამოთხეში სადაც ირემი კუნტრუშით ხტოდა
იმ გალაქტიკას სადაც მთავრდება წელი გველისა
დამდგარა დრონი, დეკემბერი გველისმჭერისა
როცა სუსტდება კობრა, პითონი თუნდაც ანკარა

      და აი მეც აქ ვარ დღემდე და ველოდები მუზას!

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-017

      აქედან კი ვიწყებ თემას თუ რა შარში გაყო თავი  ჩემმა პერსოაჟმა მორგან ადა კარდელამ!

გრაფი რიჩარდის ვამპირთა დასი
ოკულტიზმური ცოდნით არიან
ისინი კლავენ და აწამებენ
ვინც იმსახურა შავი მაგია

არაგონების წიგნი ბიბლია
ოთხ ტოლ ნაწილად არს გახლეჩილი
მათი ოთხივეს შეერთებისას
უცბად იქმნება არმაგედონი

ბიბლიის ასლი დაუმალიათ
ძველი ეგვიპტის ხამუნაბტრაში
ანშივიელებს ის უპოვნიათ
და აღუთქვიათ თებეს ქალაქში

 მათ სცეს თაყვანი მეფე მორიელს
ისინი სდევდნენ წმინდათა წმინდას
მათ გერბზე იყო ამენოფუსი
ვით ასო პირველი ანშივიისა;

ოზირის ჰპოვა გამარჯვება მთელს ეგვიპტეში
ბევრია მრევლი, ანუბისის ტაძრის სტუმარი
სისხლის აღრევით დაიბადნენ ფარაონები
გვამის ლეშს ხრწნიან, წაბილწავენ სიამოვნებით

      ეპიზოდი იმისა თუ როგორ აცოცხებენ ახალგაზრდა ჭაბუკ ფარაონს ნებქებქემუ ტუტანხამონს!

შე ტუტანხამონ შვილიშვილო ავენხოტისა
მვდრეთით აღსდექი კანოპს მოგცემ შენი სისხლისას
შური იძიე იმხოტებზე დაწყევლილ ჰონდით
მან შენ წაგართვა სარეცელი ანქსუნამოი

      ძველი ეგვიპტე - ფარაონ ნებქებქემუ ტუტანხამონის და ანქსუნამონი დაინიშნა შუმერების პრინცზე მაგრამ ტუტანხამოს კარის დაცვამ აიმ რომელსაც ძლიერ უყვარდა ანქსუნამონი მან შმერიდან მოსული პრინც მოკლა.
      ალეგორია - ფარაონი ხეოფსი. გიზას სამი პირამიდიდან პირველი ხეოფსის პირამიდა აიგო ფარაონ ხეოფსის ბრძანებით, მისი მარჯვენა ხელი ხუროთ მოძღვარი იმხოტები გახლდათ რომელიც კინო ფილმ მუმიაში მთავარ პერსონაჟად გვესახება რომელმაც ფარაონ ხეოფსის საცოლე ანქსუნამონის საყვარელი იყო, და მეც უფრო განვამძაფრე ეს ისტორიული მოვლენა. ახლა კი რიტუალი თუ რა სიტყვებით ამკობს მთავარი ქურუმი ნებქბქემუ ტუტან ხამონს...

აღზდექი ჯაროვ სტიქიავ მიწის
დაიხსენ ერი ნატანჯი ცეცხლით
იყავ ძლიერი, განდევნე ბნელი
ილუმინატო შექმენ ნათელი

ვითარცა ძრვენი ანხი ნილოსში
ვით არს განწმენდა სულის და ხორცის
იარუს ბედნიერ მინდვრებზე ჰპოვე
ვარდის გაფურჩქვნა, მსუბუქი სული

      ძველი ეგვიპტურიდან სამოთხე სიტყვა სიტყვით იშიფრებოდა როგორც სართულებად დაყოფილი მმუდმივად მოსავლიანი მინდორი რომელსაც შემოკლებულად ეწოდა იარუსბედნიერიმინდვრები.

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-016

ადაკარდელა აგრძელებს თხრობას
ბავშვებიც ზიან ინტერესებით
უცბათ გაისმა ზარი წასვლისა
ბავშვებს მოუნდათ გაგრძელებები

სკოლა დამთავრდა, იშლება ყველა
ბავშვები მივლენ მორგანის სახლთან
*********************************
**********************************

ადაკარდელამ ვერ ჰპოვა ვერვინ
მაგრამ იმალა იქვე დარაჯად
უცბად ამჩნია, რომ ბავშვი კვნესის,
რომ ჩაიკეტა რვავე ფანჯარა

ადაკარდელამ იპყრო პატარა
- რატომ მოხვედი ჩემთან მალულად?
მხოლოდ ეს მითხარ ვინ ხარ ნამდვილად,
საიდან გწალუწს ამდენის ცოდნა?

- ჩემი ცხოვრების აზრს ვერ გაგიმხელ
რადგან მეშინის რომ გაიქცევი,
ის მაინც დათმე რაც გამაჩნია
რის გამოც ვარ მე ამდენ მოკვდავში

- ადაკარდელა, გთხოვ მთელი არსით
არ გავიქცევი, არ ვარ მშიშარა
გულის ყურს გიგდებ, ბოლომდე გისმენ
მე შემიყვარდა შენი ზატარა.

ზატარა - ადამიანის ბნელი სურვილების ანგელოზი!

შენზე მსმენია ათასი ჭორი
რომ ხარ ბოროტი და სისხლის მსმელი
მაგრამ შეგატყვე რომ კაცს არ მოკლავ
რომ თუნდ ამიტომ არ გვიქცევი.

      მე მინდოდა რომ ზემოთ მოხსენიებული ლექსი ბოლოში გამომეყენა მაგრამ ამ პოემის წერის დროს ჩემი პერსონიჟით დავინტერესდი და მის ადგილას დავაყენე თავი და მივხვდი, რომ ძალიან ძნელია, რცა შენი მეგობრების სიკვდილს უყურებ და მეც შევცვალე პოემის მსვლელობა!

ადაკარდელამ ამოიოხრა
გულზე მოაწვა სევდა, ნაღველი
ხელის კანკალით მიდის სარკესთან
და მან ტირილით იწყო თხრობანი:

ჩემი სახლია კუბო წყეული
ვიცი ვიქნები მარად ეული
უცხოა ჩემთვის ვნება და შიში
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში

ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა
მჩვევია სისხლში ეშვების მოსვრა

აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით
როცა დავცურავ მე მსყვერპლის სისხლში
სულთა გოდება, ცრემლი დაღვრილი
ღამის ზმანება არის ნამდვილი

ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი
გამოგიტყდები მე ვარ ვამპირი
არავის უნდა მეც რომ გამიგოს
გვერდით დამიჯდეს, ყური დამიგდოს!

პატარა გოგო უცბათ შეშინდა
მორგანს შეხედა დიდი თვალებით
ლიზი ნუ ცბუნავ, მოთოკე თავი
არაფერს გავნებ მხოლოდ მოვყვები.

ჩვენ სისხლის მსმელებს გვწადია ცოდნა
კაცობრიობის გაჩენის დღიდან
ამბებს მოვყვებით ძველებს, ძველისძველს
ერთმანეთს ვუთხრობთ ხალხის ცხოვრებას

ადრე ჩვენ ყველა ვიყავთ მოკვდავნი
ზოგ მდიდარი, ზოგიც ვაჭარნი
ახლა კი ხედავ რას დავემსგავსე?
სისხლის სუნზეც კი მიკრთება გული

ყველაზე უკეთ ვფლობთ ისტორიას
ზღაპრებს კეთილზე და ბოროტებზე
ახლა განვაგრძობ რასაც გითხრობდი,
იმ ამბავს რა გზაც გამოვიარე!..

მე დამავალეს მეთხრო ზღაპარი
მეშინებინა ხალხი მუდმივად
მე გამაკეთეს სისხლის დამლევად,
რომ ხალხს ენახა ფაქტი ნმდვილად...