Monday, September 10, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-015

      არაფორმალებთან ყოფნის დროს მათზე ბევრი რამე შევიტყვე, შსევიტყვე ისიც რომ სუბკულტურებს შორის განსხვავების მიუხედავად ერთად არის ბევრი, მაგალითად პანკი და გოთი, შევიტყვე კაბალის არსებობა, ამიხსნეს მასონებზე და ილუმინატებზე, შევიტყვე ისიც, რომ ასტროლოგიურ კერძოდ დასავლური კალენდრის ნიშნების სტიქიებს იყენებენ სატანისტები და კატის კვლა ეს მხოლოდ ფანატიზმია, თუნდაც ის ამიხსნეს, რომ ემო ემოციურ ადამიანს ნიშნავს და ფანატისტები არიან ვინც ხელებს ისერავს, ან სულ მუდმივად ვინც არის დათრგუნული. მეც რაღა მიჭირდა, ავდექი და დავიწყე, რომ ჩემ პოემაში ოკულტიზმიც უნდა გამერია, მითუმეტეს მაშინ როცა არაფორმალური სუბკულტურიზმი გოთიკა თილისმად იყენებს ანხს, რომელიც ძველი ეგვიპტელების აზრით იყო ნილოსის გასაღები დაანუბისი მას სამაჯურად იყენებდა და მეც შევუდექი.

გავიდა დრონი, გავიდა ხანი
დადგა ის ხვალე, დადგა დაისი
ცბუნავს მსოფლიო, ფრინავენ ხალხი
თითქოს ბერები დაფრინავენო

პარიზი ღამით,ღვთის მშობლის ტაძარი
უკვე იწყება შეკრება იმათი
დონ ამადეო, სერ ვილიამი
აგერ ისინიც მოდიან წყვილში

მრგვალი მაგიდა, ცივი კედლები
სამარისებულ არის დუმილი
მოდის ბელადი, მოჰყვება მსხვერპლი
გვირგვინს უმშვენებს: ქარვა, ოპალი

ჩირაღდანებში ანთია ცეცხლი
უხსენებელი დუმს ქვის ლოდებში:
ორპირობა და ტკბილი ტყუილი;
კაცის მკვლელი და მრუში ყველასთვის.

იღება ბჭენი ჯოჯოხეთისა,
მოდიან ხალხი ცახცახ კანკალით
დაგუბებულა მათი ყურები
ტანჯული ესმით ხალხის კივილი

დადგა შუღამე, ყმუიან მგლები
სავსეა მთვარე, თეთრი, ნათელი
პერგამენტები უპყრიათ ხელში
იესოს ჯვარცმა, ანთია სანთელი.

ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიკრიბებით,
რომ თქვენ დაგტანჯოთ ხალხის დაკარგვით,
ჩვენ თქვენ შეგიცვლით სულს ცხოველებით
აწ და მარადის უკუნისამდე

ამაო არის თქვენი გოდება,
მაინც მოხდება ეს მოსახდენი,
დაწყევლილნი ხართ და განდგომილ
კაცობრიობის რჯულით, ჯილაგით.

ჩირაღდანებში ლაპლაპებს ცეცხლი
ქვრება სანთელი, ვარდება ჯვარცმა,
ირგვლივ ქარია, გვრგვინავს სტიქია
ჭექა-ქუხილის ექოც გაისმა...

ტაძრის აჩრდილმაც გამოიღვიძა
და ჩირარდნებში ცახცახებს ცეცხლი
გაისმა მაღალი ხმის ლაპარაკით
-წადით აქედან დროზეთ ყველანი!

გრაფმა რიჩარდმა რაღა ქნას ახლა?
ან ეებრძოლოს ან და დანებდეს
თუ დანებდება პარივს არვინ სცემს
და თუ იბრძოლებს სიცოცხლეს აგებს.

-მშვიდობა შენდა აბატო კვაზი
გთხოვ დავასრულოთ ეს რიტუალი
-აბა შენ ვინ ხარ, რო გამიბედე
შემობრუნება ჩემი სიტყვების?

-ტონი ჯუზეპე გახლავარ კვაზი
თვით ვატიკანის ბერთ უხუცესი
ავრელიუსის ამხსარებელი,
იულიუსის მასწავლებელი

-მოგესალმებიძმაო ჯუზეპე
-შეცბუნებულმა წარმოთქვა კვაზიმ
-ეს რა მომხდარა რომ განგიმართავთ
ამ ჩემს ტაძარში ტანჯვა კვნესანი?

დღეს ერთის მერე, შუა ღამისას
არის დღეობა ათასი წლისა
არაგონების რაინდთა მეფე
გრაფი რიჩარდი გვიძღვება წინა

აბატმა კვაზიმ თავი წამოჱო
მხრებში გასწორდა და გაიმარა
მისი მნათვლელი ეკლესიურად
არაგონებში ყოფილა ძველად

გრაფმა რიჩარდმაც გამოთქვა აზრი
-რომ მე გახლავართ მეფე ვამპირი
გრაფი დრაკულას ერთადერთი შტო
და მისი გვარის გამგრძელებელი

ტაძრის აჩრდილი დათანხმდა ზეიმს,
ესკადრილია ლოდინობს გარეთ,
ხელში უპყრიათ ჩირაღდანები,
ცხენის ჭჭიხვინით მოჰქრის ოსმალო,

მედროშე წარსდგა ჯაჭვის პერანგით
ალამზე არის სამეფო კობრა;
მეისრეებს კი თავის ისრებზე
ცეცხლი აენთოდ და მოეზიდათ;

ამავ დროულად ქურუმთა რაზმი
მოემართება მსხვერპლის საკურთხად
პენტაგრამებით უხმობენ ლუცის
ბაგით აღებენ ჯოჯოხეთის კარს

უხსენებელმა იხმო სტიქია:
ძეციდან ქარი; ძირიდან მიწა;
ჩირაღდანებში კაშკაშებს ცეცხლი;
კოკისპირული წვიმაც მოვიდა!!!

No comments: