Monday, September 10, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-014

ორი ჯელტმენი კრიალოსანით
ერთი ლაბადით მეორე ფრაკით
თეთრი, ფითქინა და წნარი სახით
ცოტა ნაოჭით და ცოტა შრამით

სერ ანტონიო, სერ ვილიამი
ჩვენ წარმოგიდგენთ ვატიკანს ღამით
რომის ცენტურის ტახტის დამცველნი
არისტოკრატი ვამპირთა დასი

შენ დაისჯები, რომ არ იჯერებ
თან, რომ დაგვცინი ზღაპრების სახით
პირველზე გახდი მეფის ვეზირი
მას ემორჩილე ერთი - ათასწლით

იმ ღამის შემდეგ გასულა წლები
იყვნენ მეფენი, პრეზიდენტები.
შეცვლილა ყველა და ყველაფერი
დირექტორები, მასწავლებლები

დარჩა დარაჯი ასაკ უცვლელი
სკოლის წინაშე მოვალეობით
პატიოსანი, მაგრამ მშიერი
უმწეო არის კეთილ შობილი

იგი აგრძელებს მეზღაპრეობას
მას დაავალეს დარჩეს მეზღაპრედ
ოღონდ მოყვება მხოლოდ ვამპირზე
რაც მისი მეფის გარშემო ტრიალებს.

სისხლის სუნით ყარს სკოლის დარბაზი
ვირთხა, კატები, ქუჩის ძაღლები;
ყეფა, წკმუტუნი, მწარე ჩხავილი;
მსხვერპლთა ცხედრებით სავსეა კლასი

ჩამოჯდა სკამხე რომ დაისვენოს,
რომ დააალაგოს შმდეგ ოთახი
ზის და ხელს ისმევს სისხლიან პირზე
ძახილი ესმის სკოლის ჭიშკარზე.

-დონ ამადეო? სალამი თქვენდა
მაგრამ რა არის თქვენი საქმენი?
-ხვალ დაისის დროს გრაფი რიჩარდი
არაგონებში ბრძანებს შეკრებას

ნოტრდამს მივდივართ
შენც წამოგვყევი
რომ შემდეგ მოყვე
ჩვენი ნათლობა...

No comments: