Monday, September 10, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-011

      ერთ დღეს როდესაც YouTube-ზე ვეძებდი მოცარტის მესას, და რომელიც ვიპოვნე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ამ ვიდეოს ავტორი იყო ვინმე ადა კარდელა; მეც აღარ გამიჭირდა ჩემი მთავარი პერსონისთვის სახელის დარქმევა და პოემას უნდა დარქმეოდა მორგან ადა კარდელა. რადგანაც ცოტა უხეშად მაგრამ სასიამოვნოდ ჟრერდა როგორც დრაკულა, მაგრამ ცოტა მისტიური, ამოუცნობი და შიშის მომცემი უნდა ყოფილიყო ეს სახელი.
      მოკლედ როდესაც გავიცანი არაფორმალები ისინი საუბრობდნენ, რომ მეორე დღეს უნდა ჩაეტარებინათ პოეზიის საღამო, და მეც გამოვთქვი მათთან სურვილი და წავუკითხე ის ლექსი რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში. და ავუხსენი რომ ეს ჩემი პოემის მოლოდ  მეათასედი ნაწილი იყო და ისინიც დიდი ინტერესით მოელოდნენ მეორე დღის გათენებას, მაგრამ ასევე დავაყოლე ისიც,რომ ჩემი პოემა განიცდიდა შეკეთებას, გადაკეთბას, რომ ის ჯერ არ იყო შინაარსობრივად აწყობილი და მუზასთან ერთად მერითმებოდა თავში და მართლაც ასე იყო.
      გათენდა მეორე დღე მე წინა ღამით ვიწვალე, იმიტომ, რომ დაპირებული ვიყავი ხალხზე(მსმენელზე), რომ მათ ძალიან დააინტერესდებოდათ ჩემი პოემა და მეც როგორც იქნა მომივიდა თავში ჭეშმარიტი აზრი და პოემას სახელი შევურჩიე.

No comments: