Monday, September 10, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-013

ტუტან ხამონი მოკლა ვეზირმა
მასწავლებელო- იყვირა ბილიმ
-მართალია, რომ თუ კაცი მოკლეს,
მისი სული, რომ დარჩება ქვეყნად?

-შეკითხვა არის საინტერესო
მაგრამ ახსნაში არ ღირს ჩარევა
ზოგი ფიქრობს რომ ასეა ესო,
ზოგიც ფიქრობს, რომ ავაო ზეცად

ბავშვებო მე თქვენ
მოგითხრობთ ამბავს
რომლის სწორეშიც
ხალხები ბოდავს!

ყოფილა ესე ათას რვაასი წელი ჩვენი წლის აღრიცხვის შემდეგ
რითი გაერთონ რა გააკეთონ იმ დროს არ არის მათთვის თამაში
უყვართ სღაპრები შიშის მომგვრელი, წყევლა კრულვა და სუპერ გმირები,
ჯადოქრობა და მკითხაობები, საფლავები და მკვდართა სულები;

ჩინეთში ჰყავდათ ცეცხლის მფრქვეველი
ჩვენში დრაკონად განცხადებული;
რუსეთში თხზავდნენ ჯადოქარ ქალზე
ბაბაიაგად მოხსენებულზე;

ქართველებს გვყავდა ბაყბაყ დევები
რქიანები და გოლიათები
საფრანგეთს იყო გოთური სტილი
და ასტროლოგი ნოსტრადამუსი

ამერიკაში უყვართ გმირები
კაცი ობობა ან კუ ნინძები;
აზიაში კი არაბეთსიკენ
ლამპარში უზით სახელად ჯინი.

ბევრია გმირი კეთილ ბოროტი, ზებუნებრივი ძალით და ნიჭით
კომიქსებიც ხომ არის და არის ბავშვის ჭკუისთვის ასარევები?
უკვე წიგნები, თუნდაც ტომები- თვაილაითი, ჰარი პოტერი;
რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სხვანი, რატომ არ მოგვწონს ჩვენ ჩვენი თავი?

მეცნიერება ანდა ფიზიკა
მეტეორები, შავი ხვრელები
მგლების ყმუილი სავსე მთვარისას
უკვე არსებობს მთვარის ლოცვებიც;

ჯადოქრობა და მკითხაობები,
იოგები და ათეისტები,
ლოტოსში ჯდომა, ბუდისთვის ლოცვა,
მსხვერპლთა შეწირვა ვუდუს შელოცვა!

ვიღაცამ მოყვა ესე ამბავი: კაცი მკვლელი და სისხლის მსმელიო,
ცივი, პირქუში, უგრძნობ ღიმილით რაღაცა ძალას მალავს გულშიო
ღამის ცხოველი კაცის სხეულში; ჩუმი გოდება მას უდევს თავში.
გრძელი ფრჩხილები, გიშრის ბეჭედი; კსერს უმშვენებს ვამპირს ძეწკვები.

ცივი ოფლი აქთ აქ ყველა მსმენელს
ფოთლის შრიალზეც უსკდებათ გული
ეშინიათ და აინტერესებთ
ოღონდ ვერ უძლებთ მათ სუსტი გული

მორჩა ზღაპარი, იშლება ყველა,
გადარჩენილა ზღაპრის მსმენელი,
დამშვიდობება, ნახვამდის, კარგად;
არვის უნდა ცალ-ცალკე წასვლა

ღამეა უკვე,ყმუიან მგლები
მეზღაპრე ცხოვრობს სკოლის სარდაფში,
იგი ბრუნდება თავის ბუნაგში
ფეხის ბაკუნი, ჩქარი ნაბიჟი

მას ჰგონია, რომ მორჩა ზღაპარი
ჩუმი ღიმილით შედის ოთახში
დგას და ხელს ისმევს აჩეჩილ თმაზე
და გათიშული დაეცა კვნესით!

No comments: