Friday, September 14, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-016

ადაკარდელა აგრძელებს თხრობას
ბავშვებიც ზიან ინტერესებით
უცბათ გაისმა ზარი წასვლისა
ბავშვებს მოუნდათ გაგრძელებები

სკოლა დამთავრდა, იშლება ყველა
ბავშვები მივლენ მორგანის სახლთან
*********************************
**********************************

ადაკარდელამ ვერ ჰპოვა ვერვინ
მაგრამ იმალა იქვე დარაჯად
უცბად ამჩნია, რომ ბავშვი კვნესის,
რომ ჩაიკეტა რვავე ფანჯარა

ადაკარდელამ იპყრო პატარა
- რატომ მოხვედი ჩემთან მალულად?
მხოლოდ ეს მითხარ ვინ ხარ ნამდვილად,
საიდან გწალუწს ამდენის ცოდნა?

- ჩემი ცხოვრების აზრს ვერ გაგიმხელ
რადგან მეშინის რომ გაიქცევი,
ის მაინც დათმე რაც გამაჩნია
რის გამოც ვარ მე ამდენ მოკვდავში

- ადაკარდელა, გთხოვ მთელი არსით
არ გავიქცევი, არ ვარ მშიშარა
გულის ყურს გიგდებ, ბოლომდე გისმენ
მე შემიყვარდა შენი ზატარა.

ზატარა - ადამიანის ბნელი სურვილების ანგელოზი!

შენზე მსმენია ათასი ჭორი
რომ ხარ ბოროტი და სისხლის მსმელი
მაგრამ შეგატყვე რომ კაცს არ მოკლავ
რომ თუნდ ამიტომ არ გვიქცევი.

      მე მინდოდა რომ ზემოთ მოხსენიებული ლექსი ბოლოში გამომეყენა მაგრამ ამ პოემის წერის დროს ჩემი პერსონიჟით დავინტერესდი და მის ადგილას დავაყენე თავი და მივხვდი, რომ ძალიან ძნელია, რცა შენი მეგობრების სიკვდილს უყურებ და მეც შევცვალე პოემის მსვლელობა!

ადაკარდელამ ამოიოხრა
გულზე მოაწვა სევდა, ნაღველი
ხელის კანკალით მიდის სარკესთან
და მან ტირილით იწყო თხრობანი:

ჩემი სახლია კუბო წყეული
ვიცი ვიქნები მარად ეული
უცხოა ჩემთვის ვნება და შიში
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში

ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა
მჩვევია სისხლში ეშვების მოსვრა

აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით
როცა დავცურავ მე მსყვერპლის სისხლში
სულთა გოდება, ცრემლი დაღვრილი
ღამის ზმანება არის ნამდვილი

ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი
გამოგიტყდები მე ვარ ვამპირი
არავის უნდა მეც რომ გამიგოს
გვერდით დამიჯდეს, ყური დამიგდოს!

პატარა გოგო უცბათ შეშინდა
მორგანს შეხედა დიდი თვალებით
ლიზი ნუ ცბუნავ, მოთოკე თავი
არაფერს გავნებ მხოლოდ მოვყვები.

ჩვენ სისხლის მსმელებს გვწადია ცოდნა
კაცობრიობის გაჩენის დღიდან
ამბებს მოვყვებით ძველებს, ძველისძველს
ერთმანეთს ვუთხრობთ ხალხის ცხოვრებას

ადრე ჩვენ ყველა ვიყავთ მოკვდავნი
ზოგ მდიდარი, ზოგიც ვაჭარნი
ახლა კი ხედავ რას დავემსგავსე?
სისხლის სუნზეც კი მიკრთება გული

ყველაზე უკეთ ვფლობთ ისტორიას
ზღაპრებს კეთილზე და ბოროტებზე
ახლა განვაგრძობ რასაც გითხრობდი,
იმ ამბავს რა გზაც გამოვიარე!..

მე დამავალეს მეთხრო ზღაპარი
მეშინებინა ხალხი მუდმივად
მე გამაკეთეს სისხლის დამლევად,
რომ ხალხს ენახა ფაქტი ნმდვილად...

No comments: