Thursday, May 9, 2013

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-019

      ერთხელაც, როდესაც სახლში ვსაუზმობდი ტელევიზორში (სატელევიზიო მაუწყებელი "იმედი")-ზე მოვისმინე გადაცემა 100-გრადუსი ცელსიუსის ანონსი: რა ხდება სასაფლაოებზე მაშინ, როდესა ყველას ძინავს?!. მე შევშფოთდი თან ინტრიგნულად დამაინტერესდა (ყოველთვის მაინტერესებდა ესეთ რაღაცეები). რამოდენიმე დღეში საღამოს მოვემზადე ამ მასალის სანახავად და რას ვხედავ?! ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების ის უმრავლესობა რომლებსაც არაფორმალუ ადამიანებად ვიცნობდი მათი ფოტოები იყო გაშუქებული გადაცემაში.
      როდესაც სურათებს დავაკვირდი ვიფიქრე, რომ ისინი არფერ შუაში იყვნენ, რომ მათი ფოტოები იყო ჩაცმულობების მაგალითები; რადგან ამ ფოტოების 99% იყო მოპოვებული არაპარულად, არამედ აშკარად სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან მათ პირად პროფილებში იყო მოპოვებული.
      მაგრამ მეტსახელები რომლებიც ითქვა "შამანა" და "ჯაკუზ კალაშნიკოვი", რომ ისინი იყვნენ ვითომ სატანისტური დაჯგუფებების ბელადები ეს ჩემთვის სერიოზული შოკი იყო!!!
      იყო კადრები ივერიის მიწსქვეშა გადასასვლელიდან (მორგიდან) სადაც ხშირად დავდიოდით სამეგობრო (მე და ის ჩემი მეგოარი გოგო) და არაფერი მსგავსი არ მინახია. სამეგობრომ გადავწყვიტეთ, რომ პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ჯობდა ცოტახანი იმ ადგილს არ მივკარებოდით და ვყოფილიყავით სახლებში.

No comments: