Thursday, May 9, 2013

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-020

      იმ ინციდენტის შემდეგ კვირა-კვირანახევარი გავიდა; ვზივარ ჩემს პერსონალურ კომპიუტერთან და სოციალურ ქსელში ვკონტაქტობ. შუა დღეს ჩემს ტელეფონზე შემოვიდა უცნობი ნომრიდან ზარი რომელიც არ ჩერდებოდა; მე ავიღე ჩემი მობილური ტელეფონი და ვუპასუხე:

მე - (პასუხი) გისმენთ!

ის - გამარჯობა; როგორ ხარ?

მე - (პასუხი) მადლობ კარგად! თავად? და რომელი ხარ?

ის - მე ვარ ******; ვარ ასტროლოგიით დაინტერესებული; შენი ნომერი ვნახე და დავინტერესდი!

მე - (ფიქრი) დამირეკა გოგომ; რომელსაც აქვს სასიამოვნო ხმა და არის დაინტერესებული  ასტროლოგიით და აქვს ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი და იცის რომ ასტროლოგია მაინტერესებს!!! ცოტა საეჭვოა ხო, რომ ახალი დაშლილები ვიყავით სამეგობრო და გაგებული მქონდა ისიც, რომ კრიმინალები დადიოდნენ ივერიის მიწისქვეშა გადასასვლელში (მორგში). მითუმეტეს ის რომ გოგოა!!! (რატომღაც გოგოები ჩემით არ ინტერედებოდნენ და მითუმეტეს ინიციატივას არ იჩენდნენ ჩემს გასაცნობათ)

მე - (პასუხი) მე ***** მქვია! ჩემი ნომერი საიდან, ან რა იცი რომ ასტროლოგია მაინტერესებს?

ის - შენი ნომერი ვიპოვნე ******-ს ბლოგზე სადაც გიწერია, რომ ასტროლოგია გაინტერესებს და ასევე შენი საკონტაქტო ნომერიც არის მითითებული!

მე - (პასუხი) მითხარი ის საიტი რომ მოვძებნო წერია, თუ არა ჩემი ნომერი და, რომ ჩემი დაწერილია!

      მან მითხრა იმ ბლოგის ლინკი, დავათვალიერე და ვნახე, რომ მართლა წერია და გამახსენდა, რომ რამდენიმე ხნის წინ google.ge-ზე ჩავწერე ასტროლოგია და ამომიგდო საიტი სადაც ადამინის გცნობა მოვინდომე და რომ მართლა ჩემით მივწერე ჩემი საკონტაქტო ინფორმაციები!
      ვისაუბრეთ ასტროლოგიაზე; მისი ზოდიაქოს ნიშანი ****** იყო. მან მკითხა ჩემი და მეც ვუპასუხე კურო. (საკუთარ თავზე ვაკეთებდი ექსპერიმენტს, რა ნიშანის დროც იყო ვცდილობდი, რომ დავმსგავსებოდი ი ნიშანს და ვიძახდი ეს ან ის ნიშანი ვარ თქო) მას ეწყინა, რადგანაც რატომღაც არ მოსწონდა კუროს ხასიათი და თქვა რომ მისთვის საინტერესო ნიშანი მერწყული იყო!

No comments: