Friday, September 14, 2012

გამომგზავნელი: ანონიმურია_000-000-018

      მაგრამ აპოლონი რა აპოლონია თუ ზევსი, პოსეიდონ ან ჰადესი არ ვახსენე?!. ამიტომაც ჩემს ნაწარმოებში შემოვიყვანე მესამე სამყარო რომელსაც ანტიკური ბერძნების დროს წოდებენ...

ჰადესმაც დახსნა ზევსის მონები.
ტიტანებს იბყრობს, მიჰყავს ტარტარში
დასახმარებლად უხმობს ცერბერუსს
ქარონს წაართმევს ვერცხლის მონეტას

აპოლონს მიღმა, უსრულ წყვდიადში
ისმის ღმუილი დიდი პირუტყვის
მორბის ზლუქუნით, ფლოქვების რტყმევით
თან წამოიღო ცხელი ჰაერი

ამოვიდა რა ტარტარიდან მეფე წყვდიადის
მან შთააგონა ადამიანთ რომ ის მეფეა
ხალხებთა ომებს აწარმოებს დემონის ძალით
ბოროტს შეუქმნის შავი მაგით არემარესა

დაწყევლილია მისი სახლი ირგვლივ ყველასთვის
მხოლოდ სატანის თილისმებით შედიან ყველა
კრიალოსანი, პენტაგრამა, დანა მარილში;
მეფის ტობელიც აღზევდება გამეფებისას.

პენტაგრამატონ - ასე უხმო მან მის მარჯვენას
იგი მკვლელია ყველა კარგის რაც კი ხალხშია
მას უყვარს ბრბობი შავი საქმით დაკავებული
მკვლელობას ჩუქნის პატივმოყვარე კაცსაც საჩუქრად

ჰადესიც მიდის ტარტარისკენ ქარონის ნავით
ისევ წაართმევს ერთგულ მონას ვერცხლის მონეტას
ცერბერს წაიყვანს, გაშმაგებულ ქოფაკს გზამკვლევად,
რომ იმკითხაოს თავისი ბედი კიდევ ერთხელაც.

ცის კაბადონზე მოვა არმია არმაგედონი
ორიონი ჭვრეტს წინაღობას მრავალი მტრისას
მოდის პერსევსი პეგასზე მჯდარი გორგონას თავით
ვარსკვლავთ მრიცხველნიც გაოცებით ცას შეჰხარიან

      შემთხვევით ერთ წიგნში რომელიც შეისწავლიდა ასტროლოგიას წავაწყდი ლექსს თანავარსკვლავედებზე რომელიც გამოვიყენე ასევე ჩემს პოემაში. ლექსის ავტორი ვინმე აკაკი გელოვანი.

რისთვის უმღერით, პოეტებო ცას და ვარსკვლავებს? -
იქ ხო იმდენინადირია, ცა ძლივს აკავებს!
ნახეთ, ცარგვალზე იგრიხება რამდენი გველი!
ბრდღვინავს ლომი და იღრინება პირღია მგელი.

გველეშაპა გაწოლილი კიდით კიდემდე
ისეთი მძლავრი რომ ღმერთებიც ხელს ვერ ჰკიდებენ
კირჩხიბს და ჰიდრას ეფინებათ ვარსკვლავთა თქეში
და ღრიანკალი იღრიკება მხეცების წრეში

ბორგავს ვეშაპი, ანდრომედას დაეძებს ცაში
მიჰქრის პეგასი, სივრცეს სწერავს ციური რაში.
ტუგანს, ფარშევანგს, ჩიტს დასჩხავის შავი ყორანი
ფენიქსს და ყორანს შესცქერიან შიშით ყველანი

გარბის მარტორქა, გვესახება ვარსკვლავ კრებულად
და თვითონ ხვლიკი ცის ტატნობზე დამკვიდრებულა
დიიდი კენტავრი ციდან გვიშენს ცეცხლოვან ისრებს
და მეძებრები მიარღვევენ ასტრალურ ნისლებს

წერო, არწივი, თხა და ვერძი, გედი, მელია,
მტრედი, კურდელი თუ ჟირაფი ცისკარს ელიან
რომ უჩინარჰოს ჰიდრებისთვის ზეცის ტატნობი
და რძიულ ზოლად ცას ერტყმევა ირმის ნახტომი

დგას გველის მჭერი, სურს გასტყორცნოს ქვეწარმავალი
მძვინვარებს კურო, უფრთხსის კვიცი კენტად მავალი.
გაშმაგებული ქოფაკები მისდევენ დათვებს
ქამელეონი გვიმზერს მაღლით... დუმილი გმართებს,

ღირსო მგოსანნო, შენ კი აქებ ცას და ვარსკვლავებს,
სადაც იმდენი ნადირია ცა ძლივს აკავებს.

      დე მაც ავყევი ამ ლექსს თუ როგორ უნდა მორეოდა ჰადესი არაგონების რაინდებს!

იმ სამოთხეში სადაც ირემი კუნტრუშით ხტოდა
იმ გალაქტიკას სადაც მთავრდება წელი გველისა
დამდგარა დრონი, დეკემბერი გველისმჭერისა
როცა სუსტდება კობრა, პითონი თუნდაც ანკარა

      და აი მეც აქ ვარ დღემდე და ველოდები მუზას!

No comments: